2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(ბრძანება №209/01-01, 23.07.2024)
ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 9 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება)–13 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი 13:00 საათამდე;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17-19 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 23-24 სექტემბერი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად.
(მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი) ელექტრონულ მისამართზე. 23-24 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
გ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);
ლ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
მ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84
(შიდა 3221). ნინო ბერაძე 599 56 34 88.